ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც მუქი ფერის, შეფერილი გამონაბოლქვი აქვს, შესაძლოა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დაჯარიმდნენ, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მას დღეს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემოწმებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომელსაც უფიქსირდება ვიზუალურად ხილული შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 119-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მას ვიზუალური დათვალიერების კომპონენტი ემატება.
„პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას ან ვიზუალური დათვალიერების ტესტის შედეგად აღმოაჩნდება შეფერილი გამონაბოლქვი, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
ვიზუალური დათვალიერების ტესტი გულისხმობს ავტომობილის შემოწმებას ძრავის უქმის სვლის რეჟიმში 5 წამის განმავლობაში, ან ავტომობილის შემოწმებას ძრავის წუთში 2 500-3 000 ბრუნზე მუშაობისას.
გარდა ამისა, 119-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტის, მე-2 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში იზრდება ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, ამ სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდმეწარმის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…